Quantcast
Channel: ლექსები - POEZIA.IN სასიყვარულო საიტი
Viewing all 62 articles
Browse latest View live

მინდა გახდე ჩემი ქმარი

$
0
0
მინდა გახდე ჩემი ქმარი,
ჩემთან ერთად იყო ჭირშიც, ლხინშიც.
მინდა ერთად ვიგრძნოთ ყველა წამი,
ჩემთან გვერდით იყო თუნდაც ძილში.

ერთი ლუკმა გავყოთ ორად,
ერთი ჰაერი ვისუნთქოთ მუდამ,
ბედნიერება გაგვიგდონ ჭორად,
თვალებში გიყურო ჩუმად.

$
0
0
ახლა მოდაშია თურმე დეპრესია,
ბოლო ტენდენციებს გავხდი აყოლილი.
გუშინ რაც გითხარი, სრული სიგიჟეა,
სრული სიგიჟეა - თავიდან ბოლომდე.
მე ახლა შეშლილი უიღბლო გავხდი და
გიჟების აღლუმზე დავდივარ დროშებით.
ძველი სურათები , ეს უკვე ფაქტია!
ღია დარაბები - ის, რაც მე მომელის.

***

$
0
0
მალე გაზაფხული მოვა
და შენ ყვავილები ქარში,
ალბად გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.

"სადმე წამიყვანა ნეტავ"

$
0
0
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,

მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,

წლები მოგონებებს ვეღარ დაითვლიან

$
0
0
ისევ ამოხეთქა გულში ოცნებებმა,
სევდის ნაკვალევი ვეღარ დაიტია,
ისევ ძველებურად სხვისთვის ვიმღერებ და
წლები მოგონებებს ვეღარ დაითვლიან!

მომენატრე

$
0
0
მომენატრე, იცი როგორ მომენატრე?
ტკივილამდე და უღმერთოდ მომენატრე.
ყოველი დღე უშენობით ნატვრად მექცა
და ეს ცრემლი მგონი უკვე აღარც შრება.

მინდა მიყვარდეს

$
0
0
მინდა გავიცნო ისეთი ქალი,
სიყვარულში რომ ჩემი ტოლია,
ყველა ის ქალი გადამავიწყოს,
ვინც კი აქამდე გულში მყოლია,

_ ჩემი თბილი მამა მენატრება !

$
0
0
_ ჩემი თბილი მამა მენატრება !

- ჩემი თბილი მამიკო

$
0
0
ნიღბების ქვეყანაში ტკივილი გამეფდა
გრძნობების ტალღები მიმიკას იცვლიან
ყვავილები კი ნელ ნელა ჭკნებიან
ისე როგორც გული
შეუჩერებელი წამები ისევ თავის რიტმს ვეღარ უბრუნდებიან
ტკივილი კი უფრო და უფრო იმატებს
ამ ჯადოსნურ ოცნებებს
ვფიქრობ რა ვუყო
თენდება დილა და ვტირივარ ვეფერები ჩემს ილუზიას
მათში კი შენ ცოცხალი ხარ
მერე კი ეს ყველაფერი სიზმარი მგონია
ეს ყველაფერიი კი სიზმარს გავს რომელშიც მუდამ გხატავ
მერე ვფიქრობ შენზე
მერე თავალიდან პატარა ცრემლი ჩამოგორდება
გავუყვები გზას და უმისამართოდ წავალ...
წავალ სადამდეც შემეძლება
შემდეგ კი რა ვუყო მოგონებეს რომელშიც ყოველ წამს ისახები ?
რა ვუყო რაა ?
არაა რაა ... რაა ვუყოო შენს ჩახუტებას მა
რომელიც სულ მუდამ მოდის ჩემთან და მეხუტება
არაა რაა ... ამას ვერ დავივიწყებ
მინდა ისევ განმეორდეს ის მომენტები რომელმაც უკვე ჩაგვიარა
და იქ სადაც ტკივილი მეფობს
ერთ დღესაც გამოიდარებს ალბად
გამოანათებს მზე მომიყვანს შენთან და მაშინ ჩაგეხუტებიი დაა
მუდამ ერთად ვიქნებით ჩემო თბილო მაამიკო
ერთ მშვენიერ დღეს შევხდებით ერთმანეთს მა და აღარასოდეს გაგიშვებ ჩემგან
სულ გვერდით მეყოლები <3

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი.

$
0
0
რა არის სიყვარული? გკითხესო ბრძენო
რა არის სიყვარული? ეს შენა ხარ შენო
შენა ხარ ჩემი სიცოცხლის არსი

ოცნებაც მათხოვრად ქცეული

$
0
0
თამბაქოს ღერივით ბაგესთან შეხებით
დაიწვას ოცნებაც მათხოვრად ქცეული
და თუ კი, ოდესმე ერთმანეთს შევხვდებით
მე, ის ხე ვიქნები, რომელსაც შენ უვლი
გარს უვლი და მაინც, ვერა და ვერ ხვდები
გიშრისფერ წამწამებს, წვიმა რომ გინამავს
ეს მე ვარ, ძვირფასო და ჩემი ვერხვები
მე, ვხმები და მაინც ფოთლებშიც ბინა მაქვს

ვნებიანი ტანგო

$
0
0
წამიერი აკორდები და მუსიკას აყოლილი სხეულები,
რითმის განცდა და წყვილების ნელი ტანგო,
გაბნეული თითო ბგერა და დადგმული ვნების ვალსი
მჩქეფარე და ემოციით სავსე, ბედნიერი სახეები.

ისევ და ისევ ფიქრებში მოდი

$
0
0
ალბად ხუთი დღე წყალში იყავიი
ალბად ნელ ნელა წყალმა წაგიღო
ალბად გციოდა ალბად გტკიოდა
ალბად ჩვენთან გინდოდა
მაგრამ შენი სხეული, სახე
ისევ ისეთი ქათქათა იყო
როგორც ადრე შემოგიხედავდი
და მძინარე იყავი აი ზუსტად ისეთი იყავი
როცა შენს ოჯახში შენი სხეული შემოასვენეს
ან კიდე როცა შეაღე სამოთხის კარი
იქ შენი მონატრებული ხალხი ნახე
ალბად ყველამ თბილად მიგიღეს
ალბად გაყინული გგული ზეციერმა
სიყვარულმა გაგითბო
ალბად ყოველ წამს გვეფერები
ალბად ზევიდან დაგვყურებ
ალბად გტკივა რომ ჩვენ ვერ გხედავთ
ალბად გტკივა რომ ვერ ვერ გეხებით
ალბად ბედნიერიც ხარ ჩვენ რავიცით
ჩვენ რავიცით კარგად ხარ თუ ცუდად
ბედნიერი ხარ თუ უბედური
იცი მწამს იმის რომ მანდ შენი სიცოცხლე გრძელდება
მწამს მართლა მწამს რომ მანდ სადაც ხარ
უზომოდ ბედნიერი ხარ
იცი ფიქრებმა მოულოდნელად
შორეულ ზღვაში გამისროლა
მაგრამ არაუშავს შენი შვილი ვარ
მე ალექსანდრე სირუკის შვილი ვაარ
მე ისეთი ძლიერი ვარ როგორიც შენ იყავი
ეხლა რთული პერიოდი მაქვს მაგრამ
ერთ დღესაც შევეგუები ალბად ამ ყველაფერს
და შენს დანატოვარ ოჯახს ჩვენ გავუფრთხილდებით
და არ მივცემთ უფლებას შენს მშობელს და მეუღლეს
სულიერად რო დაეცნენ
იცი ალბად ჩემთვის რო არ გეკოცნა ყოველ დილით შუბლზე
და არ გეთქვა რომ მე შენი გოგო ვარრ და უზომოდ გიყვარვარ
ეს ცხოვრება ჩემთვის არაფერი იქნებოდა
იცი ეხლა ზუდტად იმ კოცნით
იმ მონატრებით
იმ დანატოვარი მოგონებებით ვიღვიძებ
აი ღამით კი ერთადერთი ფიქრით ვიძინებ
რომ შენ დამესიზმრო
მოხვიდე ჩემთან და ჩამეხხუტო
კი თავლებს დავხუჩავ გეხები ფიქრებში მაგრამ
რო გავახელ თავლს არ მინდა რო იქ აღარ იყო
მინდა როგორც გეფერებოდი ისევ ისეთად დარჩე
და ისევ ისეთი იყო ძალიან მინდა
ძალიან <3
ადრე როცა ლექსებს დავწერდიი
რატომღაც სულლ ტკივილთან ასოცირდებოდა
შენ გაჩვენებდი ლექსებს მაკოცებდი შუბლზე
და მეტყოდი რო შენი ჭკვიანი ვიყავი
მაგრამ ეხლა ვინ მეტყვის ამას ვინ მოვა და ვინ
ჩამეხუტება ისე როგორც შენ მეხუტები
რათქმაუნდა ვერც ვერავიინ !
შენ ერთადერთი იყავიი !
შენ ღვთის რჩეული ხარ მა !
ამაშ დარწმუნებული ვაარ !

სიყვარულს

$
0
0
გაზაფხულის ცივი ქარი გიშრიალებს ნაზად თმებს
წუთით ჩემთან რომ არ ხარ მაშინაც კი ვეღარ ვძლებ ,
თითქოს ციდან მესროლა კუპიდონმა ისარი
დღემდე რომ არ მიგვრძნია სწორედ გრძნობა ის არის,

მოლოდინი ...

$
0
0
ზამთრის სიცივეში გარინდული,
ფიქრში ამყოლია სუნთქვა,
ბუხრის პირას ვდგავარ გახიდული
მარტო,ჩემთვის უნუგეშოდ ვწუხვარ.

ვიცი ისევ მოვა გაზაფხული,
ისევ ისე აირევა ფერი ,
როგორ მიყვარს ეს ფერები გაფანტული,
შენ სილუეტს ამ ფერებში ველი...

თითქოს აქ ხარ,გრძნობა მააქვს მორეული,
სანატრელი არ გამიხდეს თოვა,
მთელი სამყარო მაქვს არეული,
დალაგდება თუ ოდესმე მოხვალ !

მამა

$
0
0
ისევ მინდა რომ წვიმდეს
ისევ მინდა ტანში ჟრუანტელმა დამიაროს
მინდა ო როგორ ძალიან მინდა
მინდა წამიერად
შენს პატარას ანგელოზად მოევლინო
მინდა ო როგორ ძალიან მინდა
მინდა მოხვიდე
მიდნა აღარ გვაშორებდეს ცა
მინდა ვიგრძნო რომ ისევ ისეთი ხარ
მინდა ვიგრძნო რო მაქაც ბედნიერი ხარ
ნუთუ ეს მართლა შეუძლებელია
ტკივილი რაიყო არვიცოდი
მაგრამ შენმა წასვლამ მატკინა გული
ო როგორ ძალიან მინდა
დაგიძახო მამიკო და მოხვიდე ჩემთან
შენს გამო შემიძლია სიცოცხლეც დავთმო
ოღონდ ვიცოდე რო დაბრუნდები
და კიდევ შემეძლება ძველებურად
ჩაგეხუტო, მოგეფერო,
ის მოგონებები მენატრება
შენთან რო მაკავშირებს
ის ღიმილი მენატრება რომელიც
ყოველ დილით მინათებდა დღეს
ყოველი წამი მენატრება
ყოველი ბედნიერი დღე
აი ის მომენტები მახსენდება
როცა ოთახში ჩუმად ვტიროდი ხოლმე
შემოხვიდოდი ჩამეხუტებოდი და
გაბრაზებული მკითხავდი
რაგჩირს ვინ გაწყენინა ;(
ო როგორ მენატრება
მამა

სიყვარული მარტში...

$
0
0
მარტის ცივ ამინდში გაგიცანი,
გრძნობებს გიმალავდა მკაცრი ქცევა,
ჩემდაუნებურად დავიმორცხვე,
ჩუმად გაგაყოლე ნაზი მზერა ...

ფიქრებს ის წუთები შეუყვარდათ,
უკვე მერამდენედ გაგიხსენე,
ვიცი,მეტისმეტად ტკბილი ხარ და
სწორედ ამიტომაც დაგიჩემებ !

***

$
0
0
-ქუჩაში მარტო,
ფიქრები მართობს,
დარდი კი ისევ ,
თოვლივით მათოვს.

ღიმილით სხვა დროს,
გაჩუქებ ჩარჩოს,
მოვძებნით სურათს,
ლამაზს და ფართოს.

ახლა ვხვდები რომ,
შენ სულ სხვა გყვარობს,
მე კი აპრილის
ეს ცივი ქარი მათბობს!

0000

$
0
0
ართქვა სიცრუე, და გაიხსენე საკუთარ თავთან კითხვების ხედი...
რომლის სიდიდეც აღემატება თვალთა საწიერს.
არ თქვა სიცრუე და გაიხსენე საკუთარ თავთან წყეული ბედი,
რომლის ყოველი წამიც იცდის ელის მაგიერს.

მამა

$
0
0
ჩემი ცხოვრების შენ გახდი იდეალი
მამაკაცი სახელად ალექსანდრე
ჩემი წარმატებების მონაწილე
ჩემი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი
ჩემი ცხოვრების ყველაზე მაგარი ადამიანი
იცი რაა შენ რომ არ ყოფილიყავიი ჩემთან
ალბად ამ ცხოვრებაში
ჩემს ადგილს ვერ ვიპოვიდი და დავიკარგებოდი
მადლობას გიხდი
1999 წლიდან 2016 წლის 2 თებერვლამდე
რო სითბოს და სიყვარულს არ მაკლებდი
ყოველი დღე დიდი სიყვარულით თენდებოდა
ყოველი დღე ნამდვილი ღიმილით იწყებოდა
ყოველი დღის მე ვიყავ მადლობელი
ტკბილად ვიძინებდ რადგან ვიცოდი რომ
როცა გამეღვიძებოდა დაგინახავდი
დავინახავდი ჩვენს მთლიან ოჯახს
რომელიც დილას გაღიმებული დაიწყებდა
ცას შევხედავდი და უფალს მადლობას გადავუხდიდი
ცხოვრებას გაღიმებული შევხედავდი
ცხოვრების არ შემეშინდებოდა
ეხლა კი მეშინია არმინდა ცხოვრებამ დამძიროს
შენ არ ხარ აქ ჩემს გვერდით მაგრამ დიდი სიამაყით დავდივარ
არ მცხვენია შენი პირიქით მეამაყება რომ მე შენი შვილი ვარ
ისიც ვიცი რომ ჩემს გვერდით ხარ და ძალას მაძლევ რომ
ყველაზე რთულ მომენატებში გავიღიმო
მაშინ გავღიმო როცა ყველაზე მეტად ამტკივდება გული
ვიცი ვგრძნობ მა რო ჩემთან ხარ
როცა გავიგე რო აღარ იყავი მინდოდა
მიწა გამსკდომოდა და ამ ცხოვრებიდანნ გავმრალოიყავი
გავიდა შენი წასვლიდან 4თვე თვე მაგრამ მაინც არაფერმა
შემიმსუბუქა ტკივილი
ყოველ ღამით როცა დასაძინებლად დავწვები
შენი ხმა ჩამესმის შენი ტკბილი ხმა
დღესაც გავცქერი გზას რომლიდანაცშენ წადი
ვუყურებ ცარიელ გზას და მგონია რო დაბრუნდები
იმ ღამით ზეცამაც კი იტირაა
უფალმა იმ ღამით მხოლოდ იმას ვთხოვდი რო
ცოცხალი დაებრუნებინე უკან
ოთხი დღე შენს ლოდინში გავატრე მეგონა
რო რადგან ვერ გნახეთ
ცოცხალი იყავი და დაგვიბბრუნდებოდი
ყველას ერთი იმედი ჰქონდა რო დაბრუნდებოდი
ყველა ლოცულობდა შენი დაბრუნებისათვის
ჩემებს ვამშვიდებდი რომ ცოცხალი იყავი
არაფერი გიჭირდა და გამოჩნდებოდი
არ მინდოდა დამეჯერებიინა რომ მამა უკვე აღარ მყავდა
არმინდოდა დამეჯერებინა არა
ვეუბნებოდი რომ ცოცხალ კაცს ნუ დასტირიხართ მეთქი
არადა ცრემლებში ვიხრჩობოდი
სულიერად განადგურებული ვიყავი
ფანჯარაში ყურებაში გვითენდებოდა
ოთხი დღე ისე გათენდა რომ თვალი არ მოგვიხუჭია
მხოლოდ და მხოლოდ იმედით ვიყავით
წამმი წამს ემატებოდა იმედი ნელ ნელა ქრებოდა
იმედის ბოლო ნაპერწკალი სადრაც სიღრმეში იმალებოდა
ამ იმედს ვეყრდნობოდით
ჩვენ უბრალოდ გვჯეროდა ღმერთის რომ ის არ გაგვწირავდა
გვჯეროდა უფლის რომ ჩვენს ლოცვას შეისმენდა
გვჯეროდა რომ უფალი ჩვენს გვერდით იყო
ადრე ცხოვრებას ხალისი ჰქონდა
დღეს კი გეგონება რომმ სიცოხლეს უკვე დღეები აკლდება
გეგონება რომ ეს ცხოვრება ცხოვრება აღარაა
დღეს კი იმედიც კი აღარა ჩემში
მაინც ვლოცულობ ტაძარში მაინც ვილოცებ შენი სულისთვის
და უფალს იმას შევთხოვ რო სულ სანთელში იყო სხვა რაღა დამრჩენია
არ მიშვებენ შენთან შენს ერთადერთ დანატოვარ საფლავთან
რომ მოვიდე და მოგეფერო მოგიყვე რამე
უნდათ რომ მარტო არ წავიდე
გონიათ რომ რადგან მარტო არ მიშვებენ
მაგით გულს ვაყოლებ მაგრამ არა
პირიქით არ მჩვევია
ჩემი პრობლემები სხვას მოვახვიო თავს
მირჩევნია ჩავიკლა გულში და მარტომ შევებრძოლო ამ ცხოვრებას
რა მტკივნეულიც არუნდა იყოს
რამდენჯერაც წავიკცევი მინდა რომ ჩემით ავდგე
გინდ სიკვდილის ბვოლო წუთამდე მივიდე
მაინც ჩემით ავდგები
იცი მინდა რომ შენსავით ძლიერი ვიყო
მინდა შენსავით ჩვენს ოჯახზე და სხვაზე ვზრუნავდე
მინდა რომ შენსავით კეთილი ვიყო
იმის მიუხედავად რომ ცხოვრებაში უამრავი დაბრკოლება შემხდება
აქამდე ჩემს წარმატებებში შენ და დედას მიგიძღვოდატ წვლილი
დღეიდან კი მინდა რომ ამ ცხოვრებას არ მივცე უფლება ისევ წამაქციოს
არ მინდა რომ ისევ მომიღოს ბოლო მინდა ვიბრძლო ბოლო წუთამდე
მინდაა შენთვის გავაკეთო ეს ყველაფერი
რადგან ვიცი რომ შენ ეს გაგეხარდება მა
Viewing all 62 articles
Browse latest View live